ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში საჯარო სკოლას რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩაუტარდება.
სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის „ინოვაციები, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც 7 425 125 ლარია გათვალისწინებული.
შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან სესხად მიიღო დაფინანსება, რომლის ნაწილს აღნიშნული სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისთვის გამოიყენებს.
სატენდერო პირობების მიხედვით, რეაბილიტაცია სამუშაოების დაწყებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი