ახალი ამბები

City Game – დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოების პროექტი გორში

City Game, – ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოება გორელი სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, აქტივობებში  მონაწილეობა მე -7 კლასის ზემოთ სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ.

“მონაწილეებს დაურიგდებათ მინიშნებები, რომლებზეც დაშიფრული იქნება ქალაქის 10 ლოკაცია. მათ უნდა ამოხსნან დაშიფრული ადგილები და ფოტოები გადაიღონ გუნდთან ერთად. პროექტი არის სრულიად დაფინანსებული. გუნდი უნდა შედგებოდეს 5 წევრისაგან”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ღონისძიება 03/11/2023 15:00 საათზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც დასაჩუქრდებიან ფულადი პრიზებით. მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები.

მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.