გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, თემურ გელიტაშვილი ვეტერანთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია.
მან საბერძნეთში გამართულ ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, ოქროს მედალი მოიპოვა.
თემომ ფინალურ შეხვედრაში უნგრეთის წარმომადგენელი ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი, გაბორ ჰატრო 3-1 დაამარცხა.
დატოვეთ კომენტარი