ფოტოგრაფმა ზეზვა ბუთურიშვილმა გორის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა.
ფოტოგრაფმა მოსწავლეებთან ისაუბრა ფოტოგრაფიაზე, როგორც ხელოვნების დარგზე.
“ძირითადად, წარმოდგენილი მქონდა დაუგეგმავი, მომენტალურად გადაღებული ფოტოები, მათ მიღმა არსებული საინტერესო ისტორიები. საუბრის დროს განვიხილეთ ფოტოგრაფიის ხელოვნების ზოგადი ტექნიკური დეტალებიც”, – ამბობს ფოტოგრაფი.
ფოტოგრაფის თქმით, მისი სურვილი იყო ახალგაზრდებში ფოტოგრაფიისადმი ინტერესი გაეღვიძებინა, რათა მომავალში მეტი მოტივაცია და შთაგონება ჰქონდეთ, გამორჩეული და საინტერესო ფოტოების გადასაღებად.
ინფორმაციისთვის, მე-9 საჯარო სკოლაში უახლოეს პერიოდში ჩატარდება ფოტოკონკურსი თემაზე “ურბანული სამყაროსა და ბუნების სინთეზი”, რომელშიც ფოტოხელოვნებით დაინტერესებული საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.