ახალი ამბები

ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიაზე ორასამდე გნოლი გაუშვეს 

10 ოქტომბერს, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე აგროქართუს მხარდაჭერით, ბუნებაში გაეშვა ორასამდე ფრთა გნოლი.

“აღნიშნული ფრინველი წარმოადგენს წითელ წიგნში შეტანილ სახეობას, შესაბამისად, ლანდშაფტის გუნდი აწარმოებს დაკვირვებას ბუნებაში გაშვებული კაკაბისა და გნოლის გუნდებზე”, – განმარტავენ გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოში

აღნიშნულ ღონისძიებას ოფიციალური ვიზიტით ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები.  ვიზიტის მთავარ მიზანს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტში არსებული პრობლემების იდენტიტიფიცირება და განვითარების საკითხების მოგვარება წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი