ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა საკრებულოს 2023 წლის 9 თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში მოხვდა ხაშურის ა(ა)იპ საბავშო ბაღების გაერთიანება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუდუტის ჯგუფმა შეისწავლა საბავშო ბაღების სფეროში არსებული მარეგულირებელი ნორმები, ჩაატარა ინტერვიუები შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან, ასევე აუდიტმა ადგილიზე შეისწავლა თითოული ბაღი.
აუდიტის შეფასების მიხედვით, ა(ა)იპ “სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბავშო ბაღის მართვის პროცესში გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:
- ორგანიზაციას არ აქვს შემუშავებული დროში გაწელილი სტრატეგია/გეგმა;
- ა(ა)იპ – ს არ ჰყავს საკმარის საშტატო ერთეულები, აღმზრდელ- მასწავლებლები, აღმზრდელ თანაშემწე;
- ხაშურის საბავშვო ბაღების წესდების მიხედევით გაერთიანება უზრუნველყოფს შიდა მონიტორინგს, – აღნიშნულ მონიტორინგს გაერთიანება ახორციელებს დოკუმენტების გარეშე;
- ბაღების დირექტორები წლის ბოლოს არ წარუდგენენ გაერთიანების მმართველს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
- ზოგიერთ ბაღში შესაცვლელია ძველი საწოლები ახლით;
- ნაწილობრივ გამოვლინდა საბავშო წიგნებისა და სასკოლო მზაობისთვის შეძენილი წიგნების არასაკმარისი რაოდენობა ბაღებში;
- ბაღების დათვალიერებისას გამოვლინდა ზოგიერთი ბაღის რეაბილიტაციის საჭიროება;
- ზოგიერთ ბაღში გამოვლინდა მედიკამენტების შესანახათ საჭირო ინვეტარის შეძენის საჭიროება;
- აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრს ესაჭირეოება ფართის დამატება.
გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, შიდა აუდიტმა სააგენტოს შესაბამისი რეკომენდაციები მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად.
დატოვეთ კომენტარი