8 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის ცენტრის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართება „გორის ლუდის ფესტივალი 2023″.
ფესტივალი “გორის დღის” ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და მთელი დღე გასტანს.
“ლუდი ჩვენი ქვეყნის იდენტობაა და საზოგადოება ქართული ლუდის ისტორიას უნდა იცნობდეს. პროექტის მიზანია ლუდის ფესტივალის სახალხო ზეიმად ქცევა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს გააერთიანებს. პროექტი ხორციელდება „ლუდის გზის” ფარგლებში”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალი 12:00 საათიდან დაიწყება ერისთავის თეატრის სკვერის მიმდებარედ, დასწრება უფასოა.
დატოვეთ კომენტარი