ახალი ამბები

“პირველად სამედიცინო განათლებას ახალგაზრდებს სკოლა უნდა აძლევდეს” – ტრენინგების ციკლი “წითელი ჯვრის საზოგადოებისგან”

“პირველად სამედიცინო განათლებას ახალგაზრდებს სკოლა უნდა აძლევდეს, – უთხრა “მოზაიკას” პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენერმა და “წითელი ჯვრის საზოგადოების” წარმომადგენელმა ალექსანდრე ოქროპირიძემ. 

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სასკოლო პროგრამა მოსწავლეებისთვის სამედიცინო საკითხების სწავლებას არ მოიცავს, თემატურ ტრენინგებს ახალგაზრდებთან “წითელი ჯვარი” ატარებს. 

“სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, როგორც სამედიცინო, ასევე სექსუალური განათლება, რა თქმა უნდა, თავის ლოგიკურ ჩარჩოებში ჩასმული. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს პირველი დახმარების აღმოჩენა, თუნდც ცხვირიდან სისხლდენა ავიღოთ, მისი შეჩერება ადრეულ ასაკშივე უნდა ისწავლებოდეს”, – აღნიშნა ოქროპირიძემ. 

მისი თქმით, პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ საზოგადოებაში უამრავი მითიური შეხედულებები არსებობს და ამ მითების მსხვრებისთვის, აუცილებელია სწორი ინფორმაციის გავრცელება, რაც მისი თქმით, წესით სასკოლო პროგრამის ნაწილი უნდა იყოს. 

“ახალგაზრდების დაინტერესება არის, თუმცა ჩვენ საშუალება არ გვეძლევა მსგავსი ტრენინგები დაბალ კლასებშიც ჩავატაროთ. ძირითადათ ტრენინგებს ამ ეტაპზე მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში ვატარებთ. არადა, ვფიქრობ, რომ ამ თემებზე ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდებისთვის უბრალოდ სავალდებულოა”, – აღნიშნავს ტრენერი. 

ბოლო ტრენინგი ალექსანდრე ოქროპირიძემ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში ჩაატარა. 

“შეხვედრა მიზნად ისახავდა პირველი დახმარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რათა ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ პირველი დახმარება აღმოუჩინონ, როგორც საკუთარ თავს, ასევე მათ გარშემო მყოფებსაც. ტრენინგმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე მშობლებსა და მასწავლებლებში”, – აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია. 

“წითელი ჯვრის საზოგადოება” მსგავს ტრენინგებს სკოლებში დიდწილად მოსწავლეების, ადმინისტრაციის და მშობლების სურვილის და დაინტერესების საფუძველზე ატარებს. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი