ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების პერსონალის გადამზადებაზე 22 000 ლარი დაიხარჯა

ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების მზარეულების, მათი თანაშემწეების და აღმზრდელ – პედაგოგების გადამზადება ქარელის მერიას 22 500 ლარი დაუჯდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია ქარელის სკრებულოს დეპუტატებს მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვახო თურქაძემ მიაწოდა.

“მოხდა საბავშო ბაღების მზარეულების, მათი თანაშემწეების, აღმზრდელ – პედაგოგების გადამზადება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22 000 ლარი დაიხარჯა. მზარეულების გადამზადება 1300 ლარი დაგვიჯდა, აღმზდელ პედაგოგების 66 საათიანი ტრენინგ-კურსებში კი 21 000 ლარი იქნა დახარჯული”, – აღნიშნა ვახტანგ თურქაძემ.

დატოვეთ კომენტარი