“რეგულირების სააგენტოს დაუხურია, ძალიან ბევრი დარღვევები აღმოუჩენიათ”, – უთხრეს “მოზაიკას”. გავრცელებულ ინფორმაციით, კლინიკა “გორმედი” პაციენტებს ვეღარ იღებს.
“სასწრაფომ შეიყვაინა პაციენტი გუშინ და კლინიკამ არ მიიღო. ასე გვითხრეს, დავსანქცირდითო”, – გვითხრა ერთ-ერთი პაციენტის ახლობელმა.
“მოზაიკა” ვითარების გარკვევას “გორმედში” შეეცადა, თუმცა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. კლინიკაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას “მოზაიკა” დღის განმავლობაში მოგაწვდით.
დატოვეთ კომენტარი