სტატიები

ხაშური დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების დასახვედრად ემზადება 

სახალხო დღესასწაული “ხაშურობა 2023” 14 ოქტომბერს აღინიშნება. ღონისძიებებისთვის ხაშურის მერიას გეგმა უკვე გაწერილი აქვს, ცნობილია ასევე სავარადო თანხაც, რაც ანიშნულ ღონისძიებებს მოხმარდება. 

ღონისძიებების ფარგლებში ხაშური დამეგობრებული ქალაქებიდან სტუმრებს ელოდება. დელეგაციები ხაშურში ჩამოვლენ უკრაინის, პოლონეთის, შვედეთის, ლიტვასა და ლიეტუას ქალაქებიდან. 

ხაშურის მერიას დაგეგმილი აქვს, რომ სტუმრებს საჩუქრებით დახვდეს.

საჩუქრები დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის: 

სატენდერო პირობების მიხედვით, რომელიც მერიამ 11 სექტემბერს გამოაცხადა, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დელეგაციის ხელმძღვანელებისათვის ქართული თემატური საჩუქრების 3 კომპლექტის მოწოდება, მათ შორის 1 კომპლექტში უნდა შედიოდეს არანაკლებ შემდეგი ჩამონათვალი: 

  • ღვინო 1 ცალი (ქართული ტრადიციული, მაღალი ხარისხის, ქარხნული წარმოების წითელი, ზომით 0,750ლ; 
  • ბრენდი 1 ცალი (კონიაკი) (ქართული ტრადიციული, მაღალი ხარისხის, ქარხნული წარმოების, ზომით არანაკლებ – 0,500 ლ; 
  • სვანური ქუდი;
  • ტრადიციული სუვენირი ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი (საქართველოსთვის დამახასიათებელი ვიზუალითა და თემატიკით;
  • ქართული ყანწი 1 ცალი (ვიზუალის და ხარისხის შეთანხმება შემსყიდველთან);
  • ხანჯალი მაღალი ხარისხის ორნამენტებით არანაკლებ 40 სმ სიგრძე თავის სასაჩუქრე ყუთით;
  • სასაჩუქრე ჩანთა ნაჭრის ქართული ტრადიციული ილუსტრაციებით 1 ცალი.

საჩუქრები დელეგაციების წევრებისთვის:

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხაშურის დამეგობრებული ქალაქების დელეგაციის წევრებისათვის ქართული თემატური საჩუქრების 9 კომპლექტის მოწოდება, მათ შრორის 1 კომპლექტში უნდა შედიოდეს არანაკლებ შემდეგი ჩამონათვალი:

  • ღვინო 1 ცალი (ქართული ტრადიციული, მაღალი ხარისხის, ქარხნული წარმოების წითელი, ზომით 0,750 ლ;
  • ქართული წარმეობის ხილის ჩირისა და ჩურჩხელის ასორტი 1 კომპლექტი, ბრენდირებული შეფუთვით, ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი;
  • ტრადიციული სუვენირი ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი (საქართველოსთვის დამახასიათებელი ვიზუალითა და თემატიკით;
  • ხელნაკეთი თექის ჩანთა ან შარფი ორნამენტებით 1 ცალი (დელეგაციის ქალი წევრებისათვის) მამაკაცის შემთხვევაში სვანური ქუდი 1 ცალი+ ქართული ყანწი 1 ცალი;
  • სასაჩუქრე ჩანთა ნაჭრის ქართული ტრადიციული ილუსტრაციებით 1 ცალი (საქართველოსთვის დამახასიათებელი ვიზუალითა და თემატიკით;

ინფორმაციისთვის, ხაშური 7 ქვეყნის ქალაქთანაა დამეგობრებული. დამეგობრებული ქალაქებია:  ნოვოგრად-ვოლინსკი (უკრაინა), ობუხოვი (უკრაინა), რადვილიშკისი (ლიტვა), ბაუსკა (ლიეტუვა), ჰედემორა (შვედეთი), გორკი (ბელორუსი), ტარნოვი (პოლონეთი), შრემი (პოლონეთი), რამლა (ისრაელი).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.