ქართულ – უკრაინული მეგობრობის აღსანიშნავად “ლესიაობა” 15 ოქტომბერს სურამში გაიმართება, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მერია ავრცელებს.
გამოჩენილი უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული ტრადიციულ სახეს ატარებს და ყოველ წელს იმართება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ლესიაობის დღესასწაულს ხაშურთან დამეგობრებული ქვეყნის დელეგაციები და დიასპორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ღონისძიების შემდეგ, საზეიმო ვახშამი გაიმართება ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში.
დატოვეთ კომენტარი