საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები” გაიმართება. გორი ფესტივალს 7 ოქტომბერს უმასპინძლებს.
გთავაზობთ ღონისძიებების ჩამონათვალს:
- 14:00-21:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა;
- 14:00-21:00 კვების სივრცე: მწვადი, ჩურჩხელა, თაფლი, ხინკლუკების ჩიფსები, შემწვარი წაბლი, ელარჯის ბურთულები;
- 14:00-21:00 პურის ცხობა, ღვინის დაწურვა საწნახელში, ჩურჩხელების ამოვლება;
- 14:00-21:00 შემეცნებითი და გასართობი აქტივობები: თიხის ჭურჭლის ძერწვა, ღვინით ხატვა, ტილოზე ხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, ქართული ცეკვის შესწავლა;
- 19:00-21:00 კონცერტი: ანსამბლი „ჩვენებურები“;
- ბენდი „New One“.
დატოვეთ კომენტარი