ახალი ამბები

ხაშურში ახლად გაკეთებულ მიწისქვეშა გადასასვლელში კამერების დაყენებას ითხოვენ

ხაშურში, ძნელაძის ქუჩაზე დააზიანეს მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 214 592 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობა გადასასვლელთან კამერების დაყენებას ითხოვს.

“ორი დღის წინ გავიარე და ისეთი ბრაზი მომივიდა, ჩამოგლეჯილი იყო რაღაც. რად უნდათ კულტურულად სიარული ლიანდგზე არ ჯობია ფხოწიალი? ისე მომწონს, როგორ სუფთად გადადიხარ ქალაქში. ჩემ ბავშვობაში ჩაბნელებული და საშიში ადგილი იყო. ალბათ, ისევ ისეთი სახე უნდათ, რომ დაუბრუნონ”, – ამობობს ანამარია ნაკაშიძე.

მოსახლეობა მიწისქვეშა გადასასვლელთან კამერების დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

“დააყენეთ კამერები, რა გახდა? დაგვინგრევენ ამასაც ცოტა ხანში, რა უბედურებაა? ხომ ხედავთ რომ ველური და გაუზრდელი ჯგუფები დაძრწიან და აზიანებენ. დაუწერეთ ჯარიმა, რომ ვეღარ გაბედოს სხვამ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ჯერზე მაინც არ დააყენებდნენ კამერებს”, – ამბობს თეა ტატიშვილი.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მერიამ გახშირებული ვანდალური ფაქტების გამო, კამერების შესყიდვა გადაწყვიტა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოყო.

დატოვეთ კომენტარი