14 ოქტომბერს სახალხო დღესასწაულის “ხაშურობა 2023” ღონისძიებები ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის ეზოშიც გაიმართება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დიმიტრი ყიფიანის სახლ- მუზეუმის ეზოში დაგეგმილია ღვინის დაწურვა, არყის გამოხდა, ჩურჩხელების ამოვლება, მწვადის შეწვა და “ფურშეტი” 30 ადამიანზე.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 150 კგ თეთრი ყურძნის, გამოსახდელი არაყის დანადგარი თავისი მასალით, ამოსავლები 25 ნიგვზის ჩურჩხელა და ღორის ხორცი, შეშით და მაყალით.
ხაშურის კულტურისა და ბაშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის გაერთიანებამ აღნიშნული ღონისძიებისთვის ტენდერი 11 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დასრულდა, გამარჯვებული კომპანია კი ჯერ ვერ გამოვლინდა, რადგან ტენდერი არ შედგა.