გორში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს გაიმართა ღონისძიება, რომელსაც შიდა ქართლში მცხოვრები დევნილები, კონფლიქტით დაზარალებული ქალები და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები დაესწრნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო ადგილობრივ ქალთა ორგანიზაცია “მშვიდობის კვლევის ცენტრი თბილისი”, ხოლო მხარდამჭერები ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), EU 4Dialogue პროექტის ფარგლებში.
მშვიდობის დღემ ხაზი გაუსვა კონსტრუქციული სამშვიდობო კომუნიკაციის მნიშვნელობას კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის. ღონისძიების მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სემინარში ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების გასაღრმავებლად. ტანგოს საცეკვაო ელემენტების
გამოყენებით, მათ უკეთ გაიაზრეს, თუ როგორ იგება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა ადამიანებს შორის და რა გზით ხდება ემოციების მართვა და კონფლიქტის არიდება.
“მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ჩვენ ვდგავართ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების გვერდით, რათა მათთან ერთად ავაშენოთ მშვიდობიანი მომავალი. მტკიცედ გვჯერა, რომ ღია და პატივისცემით სავსე კომუნიკაციას შეუძლია დაამსხვრიოს სტერეოტიპები, გააბათილოს ცრუ წარმოდგენები და ხელი შეუწყოს ადმიანებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ანა ჩერნიშოვამ, UNDP- ის ხელმძღვანელმა საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი 4Dialogue პროექტის ფარგლებში, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა თანამშრომლობენ ოცზე მეტ ქართულ არასამთავრობო და სათემომ ორგანიზაციასთან, რომლებიც ჩართულები არიან კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და სოციალური ერთობის მშენებლობის საქმეში. ამ თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არაერთი სამოქალაქო ინიციატივა ხორციელდება. მათ შორისაა სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების ხელშეწყობა, ახალგაზრდული ჯგუფებისა და გარემოსდაცვითი აქტივისტების მხარდაჭერა და საზოგადოებრივი დიალოგი კონფლიქტის მშვიდობიანი გარდაქმნის, ადამიანის უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევის შესახებ.