მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 22 სექტემბერს 19:00 საათიდან 22:00 საათამდე ქალაქი კასპი, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს მუსიკალურ საღამოს, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“მოზაიკა” გთავაზობთ დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:
- 19:00-22:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
- თემატური ფოტოზონა, შემეცნებითი სტენდები და მოსასვენებელი სივრცეები;
- 19:00 -22:00 – საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები;
- 19:30 – 20:30 – თითების თეატრი;
- 19:30 – 21:00 – საპნის ბუშტის ინტერაქციული სანახაობა;
- 19:00 – 22:00 – კერამიკის ვორკშოპი;
- ყვავილების გვირგვინის დამზადება;
- სახის მოხატვა;
- მასკოტები;
- 20:00-22:00 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ:
- ირინა ბაირამაშვილი;
- მირზა მოდებაძე;
- ჯგუფი „NEW ONE”;
- ღონისძიების წამყვანი: მიკი ჯეჯელავა.
დატოვეთ კომენტარი