ხაშურის საკრებულოს თავჯდომარეს ხაშურში სპორტის ახალი სახეობების დანერგვა სურს. ნინო ლიპარტელიანი ამბობს, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ ხაშურში მშვილდოსნობა განვითარდეს.
“ამაში გვერდში გვიდგას მშვილდონობის ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, რომელიც ყვლა სახის ინვეტარს გადმოგვცემს, რაც სპორტის ამ სახეობის დანერგვას დასჭირდება. კოლოსალური თანხები ღირს მშვილდისარი და ატრიბუტიკა. ეს ადამიანი კი მზადაა, ეს ყველაფერი გვაჩუქოს. ცოტა თანამედროვედ ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ნინო ლიპარტელიანმა.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ ინიციატივის კრიტიკა სამარცხვინო იქნება.
“ამაზე ნეგატივი არსად არ დაიწეროს და არსად არ ითქვას, მთელი მსოფლიო დაგვცინებს ამაზე. ყველაზე არისტოკრატიული სპორტის სახეობაა, ვინც არ იცის, დაგუგლოს მაინც. რაც უფრო მეტად იქნება მსგავსი სპორტის სახეობები განვითარებული, უკეთესი იქნება მომავლი თაობისთვის”, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.