ახალი ამბები

ავარია ხაშურში – დაშავდა 5 ადამიანი 

ხაშურის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს 3 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლით მიმდინარეობს.

ხაშურელები ამბობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია, რადგან სწრაფად მოძრაობენ და ხშირად, მოძრაობის წესებსაც არღვევენ. 

დატოვეთ კომენტარი