ახალი ამბები

სურამში უსახელო ქუჩისთვის “სამი გმირის” სახელის მინიჭება სურთ

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში უსახელო ქუჩისთვის “სამი გმირის” მინიჭება სურთ.  თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივების ინიციატივაა, რომ უსახელო ქუჩას აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების მამუკა სამხარაძის, ანზორ ნოზაძისა და თემურ თივათელიძის სახელის მიენიჭოთ. 

“ჩვენი სურვილია რომ ქუჩას მიენიჭოს 1993 წელის 2 ივლისს აფხაზეთში, ტამიშის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი მეზობლების მამუკა სამხარაძის, ანზორ ნოზაძის და თემურ თივათელიძის ხსოვნის უკვდავსამყოფად “სამი გმირის” სახელი”, – წერია ადგილობრივების განცხადებაში. 

მათივე განცხადებით, ქუჩის დამისამართება საჩქარო და აუცილებელია.

“მოგეხსენებათ, რომ ვცხოვრობთ სოფელ ჩუმათელეთში, თამარ მეფის მიმდებარედ არსებულ ჩიხში, რომელიც არ არის დამისამართებული, რის გამოც ხელი გვეშლება ყოფითი პირობებში, ჭირს სასწრაფოს გამოძახება, ფოსტის და სხვა სერვისების მიღება. ამიტომ საჭიროა მოხდეს ქუჩის დამისამართება”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი