აგარელი ახალგაზრდა წუხს, რომ ქარელის მერია 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტების წახალისებაზე არ ფიქრობს.
“მოგეხსენებათ, რომ მერიების ნაწილი ასაჩუქრებს რაიონის პირველკურსელ გრანტოსან მოსწავლეებს, თუნდაც მცირედით, მათ შორის – გორის მერიაც. რატომ დუმს ქარელის მერია? რაიონში განა რამდენი გრანტოსანი იქნება, ან 100%-იანი გრანტის მფლობელი თუნდაც, რაიონში განათლების მხრივ არანაირი წამახალისებელი ღონისძიება არაა”, – მოგვწერა სტუდენტებმა, რომელიც აგარაში ცხოვრობს.
ახალგაზრდის უკმაყოფილების საპასუხოდ, “მოზაიკას” ქარელის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვახტანგ თურქაძემ უთხრა, რომ მსგავსი პროგრამა მათ შემუშავებული არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წამახალისებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაციები უკვე გაავრცელეს ხაშურის და გორის მერიებმა.