ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებისთვის წამახალისებელი პრიზების გადაცემას გეგმავს.
უწყების პრესსამსახურის უფროსის ნინო სუხიაშვილის განმარტებით, ამისთვის მერიას 8 400 ლარი აქვს გამოყოფილი.
“ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში მერიას ამისთვის 8 400 ლარი აქვს გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა 100% გრანტის მქონე სტუდენტებზე გადანაწილდება. საჩუქრის მიღების ვადები და წესები ხაშურის მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოცხადდება”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი