გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამით 2023 წლის იანვრიდან დღემდე ისარგებლა 5 642 მოქალაქემ, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სოციალური პროგრამებით სარგებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 2 570 123 ლარი.
“სოციალური პროგრამის ფარგლებში გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და ერთჯერად ფულად დახმარებას სთავაზობს. დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით. დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.