ახალი ამბები

გორის ინსპექციამ ამტვერებადი მასალის დარღვევით გადატანის ფაქტები გამოავლინა

გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამტვერებადი მასალის წესების დარღვევით ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, -ინფორმაციას აღნიშნული სამსახური ავრცელებს.

“სამართალდამრღვევების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ზომები. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მსგავსი დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი ჯარიმდება 200, ხოლო იურიდიული პირი კი 500 ლარით”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სააგენტოს ცნობით, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს 300, ხოლო ფაქტის განმეორების შემთხვევაში 900 ლარს.

დატოვეთ კომენტარი