ქარელის მერიამ ქალაქში 15 ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 877 176 ლარი გამოყო.
“მოზაიკა” გთავაზობთ დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალს:
- ახალგაზრდობის ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 62 714 ლარისა;
- ახალგაზრდობის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 44 009 ლარისა;
- ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 26 285 ლარისა;
- ერთობის ქუჩისა და ერთობის ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 219 955 ლარისა;
- თამარ მეფის ქუჩაზე კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 12 684 ლარისა;
- კეცხოველის ქუჩის შესახვევის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 38 587 ლარისა;
- მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 134 859 ლარისა;
- ნინოშვილის ქუჩის N2 ეზოს რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 25 494 ლარისა;
- ნონეშვილის ქუჩის (გაგრძელება ქვესადგურამდე) რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 196 192ლარისა;
- ნონეშვილის ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 40 145 ლარისა;
- მასწავლებელთა სახლის ეზოს (ვაჟა-ფშაველაზე) რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 26 470 ლარისა;
- რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 12 401 ლარისა;
- სააკაძის ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 7 697 ლარისა;
- ცაბაძის I ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 12 424 ლარისა;
- ცაბაძის II ჩიხის რეაბილიტაცია – ღირებულებით არაუმეტეს 17 260 ლარისა;
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუჩების რეაბილიტაცია შერჩეულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს.
დატოვეთ კომენტარი