ახალი ამბები

ტარიელ გურგენიძე აპირებს, რომ მოსავლის გაფუჭების გამო, მელიორაციის სამსახურს უჩივლოს 

მეჯვრისხევში მცხოვრები ტარიელ გურგენიძე აპირებს, რომ მელიორაციის სამსახურს უჩივლოს, – მან ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა. 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერი ამბობს, რომ მელიორაციის სამსახურის დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო, მოსავალი გაუფუჭდა ათასობით ლარის ზარალი მიიღო. 

“გორელო ადვოკატებო!… თუ არის თქვენს შორის ისეთი, რომელსაც აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობაში წარმოშობილი ათეულ ათასობით ფინანსური ზარალისათვის. ჩემს, კონკრეტულ შემთხვევაში მელიორაციის სამსახურის უპასუხისმგებლობის გამო/ სამართლებრივი დავის წარმოებაში.  დამიკავშირდით დეტალების გასარკვევად, ვინაიდან თუ არ შეიქმნა ერთხელ მაინც პრეცენდენტი იმისა, რომ დამნაშავემ ამ სფეროში სათანადო პასუხიც უნდა აგოს, კიდევ უფრო განადგურდება ჩვენს ქვეყანაში უკვე ისედაც დაქცეული სოფლის მეურნეობა”, – წერს ტარიელ გურგენიძე.

ტარიელ გურგენიძემ უწყლოობის გამო, გამხმარი მოსავლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა.

ამავე თემაზე: “გავერანდა ყველაფერი” –  საოკუპაციო ხაზთან მოსავალი უწყლოობის გამო ფუჭდება 

დატოვეთ კომენტარი