შპს “სამშენებლო კომპანია რ.ქ” – ს გორის მუნიციპალიტეტის მერია საერთო ჯამში 300 651 ლარს გადაუხდის 16 სოფელში სკვერების, მოედნების, საბავშვო და სპორტული სივრცეების მოსაწყობად.
უწყებას გამარტივებული შესყდვის გზით კომპანიასთან 7 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
აღნიშნული კომპანიის დირექტორი რაფიელ ქურასბედიანია, რომელიც კომპანიას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კომპანიას სხვა სახელი ერქვა და დირექტორიც სხვა ჰყავდა. ამ დრომდე, რაფიელ ქურასბედიანს პარტიული შემოწირულობები არ უფიქსირდება.
ქურასბედიანის კომპანიამ, რომლის იურიდიული მისამართი ლენტეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ბაბილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში უნდა მოაწყოს ახალი და უკვე არსებული სკვერები, საბავშვო ატრაქციონები და სხვა.
“მოზაიკა” გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, სადაც აღნიშნული სამუშაოები უნდა ჩატარდეს :
- დიდი გორიჯვარი და შერთული – 46 351 ლარი;
- ვარიანის მეურნეობა, ტინისხიდი და თედოწმინდა – 49 215 ლარი;
- ერგნეთი, ზერტი და აძვი – 49 565 ლარი;
- ნადარბაზევი და ქვემო შავშვები – 30 299 ლარი;
- ზემო და ქვემო სობისი – 34 426 ლარი;
- ციცაგიანთკარი და ქვეში – 45 138 ლარი;
- მუმლაანთკარი და ფაბრიკის დასახლება – 45 657 ლარი.
დატოვეთ კომენტარი