ახალი ამბები

სურამში წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო, 26 მაისის ქუჩა 4 დღით გადაიკეტება 

ხაშურის მერიის ცნობით, სურამში 29 აგვისტოდან წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო, 26 მაისის ქუჩა  გადაიკეტება. 

უწყების ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე გადაადგილება  4 დღით შეიზღუდება. 

“სურამის მოსახლეობის საყურადღებოდ, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება 26 მაისის ქუჩა”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია 2018 წელს განხორციელდა, სამუშაოებისთვის 542 000 ლარი დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი