ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ “ხაშურსერვისს” ორი ავტომობილი გადასცა. როგორც მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა აღნიშნა, აქედან ერთ-ერთს შეკეთება სჭირდება.
“ავტომანქანა “HYUNDAI TUCSON” ამ ეტაპზე იმყოფება არამუშა მდგომარეობაში. მას აღენიშნება ძრავის პრობლემა, თუმცა შეკეთების შემდეგ “ხაშურსერვისი” მას გამოიყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში”, – აღნიშნა სერგო ლალიაშვილმა.
“ხაშურსერვისს” ასევე მიკრო-ავტობუსი გადასცეს.
“WOLKSVAGEN CRAFTER”, რომელიც არის მუშა მდგომარეობაში. მას შეუძლია 25 ადამიანის გადაყვანა. ეს მიკრო ავტობუსი “ხაშურსერვისს” გამოადგება თავისი პერსონალის გადასაყვანად, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა ობიექტებზე ასრულებენ”, – აღნიშნა სერგო ლალიაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი