ახალი ამბები

კასპის ცენტრში მოწყობილ შადრევანში ბავშვები მოიწამლნენ – ირაკლი მილაძე 

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი მილაძე ამბობს, რომ კასპის საავადმყოფოში 40-მდე ბავშვი მოწამვლის სიმპტომებით შეიყვანეს, – მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

მისი თქმით, კასპის ცენტრში 12 აგვისტოს ფანტანი გაიხსნა, რომელშიც ბავშვები გრილდებოდნე, მოგვიანებით კი ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით საავადმყოფოში წაიყვანეს. 

“12 აგვისტოს კასპის ცენტრში პირველად გაიხსნა ფანტანი და გახარებული ბავშვებიც დიდი სიხარულით გრილდებოდნენ. 5 დღის განმავლობაში ყველა მოწამლული არასრულწლოვანი პირღებინების და თავის ტკივილის სიმპტომით შეიყვანეს კასპის საავადმყოფოში. არსებული ინფორმაციით, ფანტანში ერთი და იგივე წყალი ტრიალებს, რაც ბაქტერიების გავრცელებას უწყობს ხელს”, – წერს ირაკლი მილაძე. 

მისივე ცნობით, ამ დროისთვის 4 არასრულწლოვანი კიდევ რჩება საავადმყოფოში, ხოლო 5 მათგანს გადასხმა გაუკეთეს და სახლში გაწერეს. 

დატოვეთ კომენტარი