ქალაქი არ შეიძლება ვითარდებოდეს სტიქიურად. ფუნქციური ზონები გადანაწილებული უნდა იყოს გონივრულად, ისე რომ მაცხოვრებლებს ჰქონდეთ კომფორტული ყოველდღიურობა, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ალექსი მერებაშვილი.
მისი თქმით, ქალაქში უკვე ჩანს სტიქიური განაშენიანების ნიშნები, რაზეც სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
“აუცილებელია თავიდან იქნეს არიდებული სტიქიური განაშენიანებაც, რისი ნიშნებიც უკვე არის. თავიდან უნდა ავირიდოთ ბეტონის ჯუნგლები ამ ქალაქში და “თბილისიზაცია”. ამ ყველაფრისთვის გორს სჭირდება განაშენიანების გენერალური”.
როგორც იურისტი ამბობს, გენ.გეგმის დამტკიცება ყველა მოქალაქის ინტერესშია, რადგან მის გარეშე მშენებლობები პრობლემებს ყველა ადგილობრივისთვის ქმნის.
“გენ.გეგმის არარსებობის პირობებში მშნებლობის ნებართვები გაიცემა ისე, რომ არ ხდება ინფრასტრუქტურის კვლევა, რამდენად გაუძლებს წყალმომარაგების, ელექტროენერგიის საავტომობილო და ა.შ. ინფრასტრუქტურა კონკრეტული დაგეგმილი მშნებლობით გამოწვეულ დატვირთვას.“
ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი, იურისტის თქმით, უსაფრთხოებაა, რაც ქალაქის განაშენიანების პროცესში სწორედ გეგ.გეგმან უნდა უზრუნველყოს.
“გენერალური გეგმით ხდება ასევე, ისეთი უბნების განსაზღვრა, სადაც საშიში შეიძლება იყოს რაიმე სახის შენობის ჩადგმა. ამ შემთხვევაში არაკვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნის შემთხვევაშიც, კი აკრძლული იქნება ამა თუ იმ ლოკაციაზე შენობა-ნაგებობის აშენება, რაც თავიდან აგვარიდებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებს.”
ლექსო მერებაშვილის სიტყვებით, კარგად დამუშავებული და შედგენილი გენერალური განშენიანეების გემა ქალაქის ჰარმონიული განვითარების წინაპირობაა.
“კარგად დამუშავებული და შედგენილი გენერალური განშენიანეების გემა წინაპირობაა ქალაქის ჰარმონიული განვითარებისა და ადგილობრივების კომფორტული, უსაფრთხო ცხოვრებისა. მათ შორის, ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც ხელეწიფებათ ამ გენ.გემის დამტკიცება, ამ ქალაქის მაცხოვრებლები არიან და მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს იცხოვრონ სწორად დაგეგმილ ქალაქში, განვითარების განსაზღვრული პერსპექტივით.”