გორის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებაში ბრალდებულ მამაკაცს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე სასამართლომ დღეს იმსჯელა.
68 წლის მამაკაცი 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 9 თვის წინ, გორში დააკავეს.
პროკურატურის ვერსიით, გამოძიებამ დააგინა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარეობდა.
დატოვეთ კომენტარი