ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ისტორიული სურამის ციხე მოუწესრიგებელია, – ფაქტის ამსახველ ფოტოებსს ადგილობრივი გიორგი გრიგალაშვილი ავრცელებს.
“სურამის ციხე ასეთი მოუწერიგებელი არ მინახავს.ეკალ-ბარდებს მიაქვს აქაურობა. ზაფხულია, რამდენი ხალხია სურამში და ციხის სანახავად, რომ ავა ასეთი სიტუაცია უნდა დახვდეს? სირცხვილია”, -წერს გიორგი გრიგალაშვილი.
დაბა სურამის ტერიტორიული ორგანოს წარმომდგენლის ირაკლი ჩადუნელის ინფორმაციით, სურამის ციხე ბოლოს, მაისში მოწესრიგდა.
“სურამის ციხის მოწესრიგება მაისში მოხდა გაითიბა ბალახი და ამოიჭრა ხეებიც,თუმცა გახშირებული წვიმების გამო ბალახი ისევ გაიზარდა.ინფორმირებული მყავს შესაბამისი სამსახურები და უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება სურამის ციხე”, – გვითხრა ირაკლი ჩადუნელმა.