ახალი ამბები

ირაკლი ქარსელაძე რიკოთის გზასთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრას გამართავს 

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე რიკოთის გზასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპახუხებს. შეხვედრა 18:00 საათზეა ჩანიშნული, – ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

“გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ამდენი, უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, და ცილისწამება მოვისმინეთ, თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, აჯობებს სხვა ფორმატში გიპასუხოთ ყველა კითხვაზე. ამისათვის, 6:00 საათზე შევიკრიბოთ ონის შტაბში (მერიის შენობაში)”, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ქარსელაძემ. 

დატოვეთ კომენტარი