ხაშურში სპორტის ერთ – ერთი სახეობის, მშვილდოსნობის დანერგვა სურთ. ინიციატივა მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს სიმონ ნოზაძეს ეკუთვნის.
ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ხაშურის საკრებულოს წევრებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა სანდრო ნოზაძემ მიაწოდა,იგი სიმონ ნოზაძის ძმაა.
“ჩემი ძმა არის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი,ძალიან მონდომებული არის,რომ რაიონს დაუდგეს გვერდში მათ შორის დიდი სურვილი აქვს,რომ ხაშურში მშვილდოსნობის დარგი განვითარდეს,იგი მხოლოდ ფართის მოძიებას ითხოვს,სხვა ყველაფერს იგი თვითონ უზრუნველყოფს,ძალიან პოპულარულია ეს სპორტი ახალგაზრდებში,კარგი იქნება თუ ამ საკითხით დაინტერესდებით”,– თქვა სანდრო ნოზაძემ.
დატოვეთ კომენტარი