შიდა ქართლში მოსახლოება ელექტრო ენერგიის მიწოდების პრობლემაზე აქტიურად საუბრობს. ქარელის შემდეგ, ენერგომიმწოდებელი კომპანიის მუშაობით უკმაყოფილოები არიან კასპის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებიც.
ადგილობრივების თქმით, კვირაში რამდენჯერმე დენი მთელი დღით ითიშება.
“შუქი კვირაში მინიმუმ, ორჯერ მაინც ქრება, წყალი მისდღემში სანატრელი გვაქვს, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა ასმაგად სჭირდება ადამიანს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, მარიამ კიკილაშვილი.
” ენერგო პრო ჯორჯოია, მეცხრე ბლოკი უნდა გერქვას, შეიცვალეთ სახელი. უსინდისოთა კომპანია ხართ…მონიშვნაც კი გამორთული აქვთ ამ უნამუსოებს რომ არ შეწუხდნენ”, – წერს ერთ–ერთი მოქალაქე.
თუკი “ენერგო პროჯორჯიას” ვებგვერზე მოცემულ ინფორმაციას დავუჯერებთ, კომპანა მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმიურ სამუშაოებს ახორციელებს. მათ შორის შიდა ქართლის რეგიონშიც. დენის გათიშვის შესახებ აბონენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ამცნობს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველდღიურად დენის რამდენიმე საათით ან მთელი დღით გათიშვას, კომპანიის მხირდან წინასწარ გაფრთხილების მეთოდი ვერ შველის.
ელექტრო ენერგიის პრობლემაზე საუბრობენ ქარელშიც. ადგილობრივები ჩივიან, რომ მუნიციპალიტეტში მოძველებული და სიცოცხლისთვის საშიში ამომრთველებია, დენი კი სხვადასხვა მიზეზით, თითქმის ყოველდღე ეთიშებათ.
ამავე თემაზე: “ყოველდღე ითიშება” – ელექტროენერგიის პრობლემა ქარელის მუნიციპალიტეტში