ახალი ამბები

ერთი კვირაა კირბალს სასმელი წყალი არ მიეწოდება

ერთი კვირაა სოფელ კირბალს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივები წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდებიან და დახმარებას ითხოვენ.

მოსახლეობა ითხოვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც, თუმცა, კირბალში ისინი დღეს არ გამოჩენილან.

“ძალიან ცუდ პირობებში ვცხოვრობთ, შეიძლება ბევრი ვერ ამბობს ამას, მაგრამ მე ვიტყვი, სახლში ინსულტიანი ქმარი მყავს, წყლის მომტანი არავინაა. მეზობლებს ვთხოვ სხვა სოფლებიდან მოზიდულ წყალს. რომ ვიკითხავთ, წყალი როდის იქნება, ძაღლადაც არ გვაგდებენ, რომ გვითხრან”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა თქვეს, რომ პრობლემას საკრებულოს სხდომაზე გააჟღერებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია და შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

დატოვეთ კომენტარი