ახალი ამბები

ქარელის საცურაო აუზზე ვეტერან მოცურავეებს შორის ჩემპიონატი გაიმართება

3 აგვისტოს,  ქარელის საცურაო აუზზე შიდა ქართლის ჩემპიონატი ვეტერან მოცურავეებს შორის გაიმართება, – ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. 

შეჯიბრი შიდა ქართლის მასშტაბით ჩატარდება და მასში მინაწილეობას მიიღებენ  ქალები 35 წლიდან, ხოლო კაცები 40 წლიდან.

შეჯიბრი 12 :00 საათზე დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი