ახალი ამბები

“გზებზე სამეთვალყურეო კამერები განთავსდა” – კასპის მერია მოსახლეობას აფრთხილებს 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსდა ვიდეოკამერები.

უწყების განცხადებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ გზებზე დამონტაჟდა აღნიშნული კამერები, თუმცა აღნიშნულია, რომ კამერები გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად ამოქმედდა. 

“გაცნობებთ, რომ 1 – ლი აგვისტოდან, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად ამოქმედდება ვიდეო-სამეთვალყურეო და ნომრის ამომცნობი კამერები. გთხოვთ გაითვალისწინოთ გადაადგილებისას”, – ნათქვამია კასპის მერიის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.