ახალი ამბები

ხაშურელი ახალგაზრდები ბაკურიანში, ინოვაციურ ბანაკში გაემგზავრნენ 

ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-19 წლის 13 ახალგაზრდა ბაკურიანში – ინოვაციურ ბანაკში გაემგზავრა, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პირველ ინოვაციურ ბანაკში, რომელიც ორგანიზებულია კასპის ტექნოპარკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ფონდის მიერ, ახალგაზრდები ცოდნას შეიძენენ შემდეგი მიმართულებებით:

  • შესავალი ტექნოლოგიებში და თანამედროვე პროფესიები ტექნოლოგიებში;
  • სამეწარმეო (entrepreneurship) უნარები და აზროვნება;
  • აზროვნების დიზაინი (Design Thinking);
  • პროდუქტის ბრენდინგი, მომხმარებელთან კომუნიკაციის საფუძვლები;
  • პროდუქტის ბაზარზე მორგება (product-market fit);
  • პროდუქტის განვითარება და მართვა – პროტოტიპი და MVP;
  • Arduino – შესაძლებლობები და რესურსები;
  • Smart City და Smart Village ტექნოლოგიები – საგნების ინტერნეტი (IoT – Internet of Things), მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML), ღრმა დასწავლა (DL), ა.შ.
  • Pitching, Pitch Deck მომზადება;

გაიმართება შეხვედრები ტექნოლოგიურ სტარტაპების წარმომადგენლებთან. ღონისძიების განმახორციელებელი კომპანია ქლევერტონი. ბანაკის მონაწილეები ორგანიზატორებმა კონკურსის ფარგლებში მომზადებული სამოტივაციო წერილების საფუძველზე შეარჩიეს.

დატოვეთ კომენტარი