ახალი ამბები

გვერძინეთის საჯარო სკოლაში წვიმის დროს წყალი ჩადის 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ გვერძინეთის საჯარო სკოლის სახურავი დაზიანდა, რის გამოც სკოლაში წვიმის დროს წყალი ჩადის, – ამ პრობლემის შესახებ საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის წევრმა ისაუბრა. 

“როგორც ვიცი, გვერძინეთის სკოლას რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა, წესით არ უნდა დაზიანებულიყო ასე მოკლე დროში. წვიმის დროს სკოლაში 4 ადგილზე წყალი ჩამოდის, სულ ჩამოშავებულია კედლები”, – თქვა მარიამ ქელეხსაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქელეხსაშვილი აღნიშნულ სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. ქარელის საკრებულოს თავჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე მას პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

დატოვეთ კომენტარი