განტვირთვა

აქვა აერობიკის გავლენა ჯანმრთეულობაზე, განწყობასა და სხეულზე

ავტორი: ეკატერინე ფხიკიძე, ცურვის მწვრთნელი

აქვა აერობიკა, რომელსაც ძირითადად ზრდასრული ქალები მიმართავენ, უკანასკნელი წლების ტრენდული აქტივობაა, რომელიც ყველა ადამიანისათვის არის რეკომენდირებული.

აქვა აერობიკა დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე სხეულის ვიზუალზეც.

დატვირთული რეჟიმის პირობებში, რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა, ერთდროულად დაისვენო, იზრუნო სხეულზე, ებრძოლო ასაკს და ამასთან ერთად, აღიდგინო სხეულის კოორდინაცია. აქვა აერობიკა კი სწორედ ამ განსაკუთრებულ კომბინაციას გვთავაზობს.

  • კომპლექსური ვარჯიში წყალში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წონის კორექციისთვის.
  • ის გვეხმარება როგორც წონის დაკლებაში, ისე ცელულიტის მოშორებაში.
  • გარდა ლამაზი სხეულისა, აქვა აერობიკა განსაკუთრებით ეფექტურია ნერვული სისტემის პრობლემების მოგვარებისთვის.
  • ის ხსნის სტრესს, ამშვიდებს და გვეხმარება ენერგიის აღდგენაში.

მათთვის, ვისთვისაც ვარიკოზული ვენები, ხერხემლის პრობლემები, თიაქარი, ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი მუდმივ პრობლემად რჩება, აქვა აერობიკა ხშირად ტკივილის მოხსნის ერთადერთი საშუალებაა.

აქ ტრავმის მიღება გამორიცხულია,სწრაფად იწვება კალორიები, ვარჯიშის პარალელურად სხეულზე მოქმედებს წყალიც. წყალი სახსრებზე ზეწოლას ამცირებს.

აქვა აერობიკა განსაკუთრებით კომფორტულია შედარებით დიდი წონის მქონე ადამიანებისთვის, რადგან წყალში უფრო მსუბუქად გრძნობენ თავს და მოხერხებულად ვარჯიშობენ.

დატოვეთ კომენტარი