კასპი-იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცები გარდაიცვალნენ, მოქალაქეები ეხმაურებიან.
მათი ნაწილი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის მიზეზი შეუსაბამო საგზაო ინფრასტრუქტურაა.
“გააკეთეთ ეს გზები სახელმწიფო მაფიოზებო, რომ კლავთ ამ ახალგაზრდებს და აუბედურებთ ოჯახებს. გზებში დიდ ფულს რომ ტეხავთ, ხალხმა რა დააშავა ამ მომაკვდავ ერში?”.
“ისეთი გზაა, რომ გასაკვირი არ არის ამდენი ავარია, განსაკუთრებით მაგ მონაკვეთში”, – წერენ მოქალაქეები.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კაპი-იგოეთის მონაკვეთზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ამავე თემა: იგოეთთან ავარია მოხდა – არიან დაშავებულები
ამავე თემაზე: იგოეთთან ავარია მოხდა – დაშავებულია 8 ადამიანი
შეგახსენებთ, რომ გზის ამ მონაკვეთზე ავარია ორი დღის წინაც მოხდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა. სამივე მათთგანი კასპელი იყო. როგორც ცნობილია, ავარიისას ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.