გორის მუნიციპალიტეტში კალათბურთის პირველობა – 3X3 -ზე გაიმართება, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 3000 ლარი.
- I ადგილი – 1 500 ლარი;
- II ადგილი – 1 000 ლარი;
- III ადგილი – 500 ლარი.
“შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოყვარულ კალათბურთელებს 14 წლიდან. გუნდებში არ დაიშვებიან სუპერლიგის და ა ლიგის მოთამაშე კალათბურთელები. განაცხადში უნდა იყო მინიმუმ 3, მაქსიმუმ 5 მოთამაშე. გუნდებს განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 1 აგვისტოს ჩათვლით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეგისტრაციო ფორმა – https://shorturl.at/Q2457;
ღონისძიების დებულება – https://rb.gy/jfz2g.
შევსებული სარეგისტრაციო ფორმა გუნდებმა უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: გორი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #5). გორის მუნიციპალიტეტის პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი „ივერიონი გორი“. შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ტარდება.