საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ბაგა-ბაღების მშენებლობაში ₾5.2 მილიონი დაიხარჯა, თუმცა ბაღები არ ფუნქციონირებს, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც “ფლანგვის დეტექტორმა” მოამზადა.
საუბარია მეჯვრისხევისა და მეღვრეკისის საბავშვო ბაღებზე, რომლის შესახებაც მასალა “მოზაიკამ” რამდენჯერმე მოამზადა.
კომპანია, რომელმაც ორივე ბაღი ააშენა, “ქართული ოცნების” შემომწირველია. “ფლანგვის დეტექტორის” მიხედვით, შესაძლოა საქმე გვქონდეს კორუფციულ გარიგებასთან.
“შპს “პროდიუს ინვესტმენტსთან” ხელშეკრულებები 2020 წლის 1 დეკემბერს დაიდო, სამუშაოები კი 1 წლის ვადაში უნდა დასრულებულიყო. მეჯვრისხევის ბაღის დასრულების ვადამ 5 თვით გადაიწია, თუმცა სასწავლო პროცესი 2022 წლის სექტემბრიდან მაინც ვერ დაიწყო. არ ფუნქციონირებს არც მეღვრეკისის ბაღი, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და ორი სოფლის მოსახლეობას მომსახურებოდა”, – ნათქვამია მასალაში.
ამავე სტატიის მიხედვით, შპს “პროდიუს ინვესტმენტს” 5 მილიონზე მეტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ისე გადაუხადა, რომ შესყიდვების საიტზე სამუშაოების შესრულების დამდასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ატვირთულა.
“გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კორუფციულ გარიგებასთან, რომელმაც, ერთი მხრივ, კონკრეტული კომპანია ახეირა, ხოლო, მეორე მხრივ, მმართველი პარტია”, – ვკითხულობთ სტატიაში.
აშენების მიუხედავად, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი უფუნქციოა – დამკვეთი პასუხისმგებლობას იხსნის
გორის ბაღების სააგენტო ერთი წელია 3 ბაღს “უახლოეს მომავალში” ხსნის