ახალი ამბები

ელბაქიანთკარში ხანძრით დაზარალებულები ერთი წლის შემდეგაც დახმარებას ელიან 

სოფელ ელბაქიანთკარში მაშსტაბური ხანძრიდან, რომლის დროსაც ათამდე სახლი დაიწვა, ერთი წელია გასული, თუმცა ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. 

ის მაცხოვრებლები, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები მთლიანად გაუნადგურდათ, კვლავ მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მათი ნაწილი კი თავს ნათესავთან აფარებს.

მათ დახმარების თხოვნით ქარელის მერიას მიმართეს და სპეციალური განცხადებაც შეიტანეს, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მხოლოდ მინიმალური კომპენსაციები მისცა, რაც სახლების აღსადგენად და საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ინფორმაციისთვის, მასშტაბური ხანძრის დროს ელბაქიაანთკარში 7 სახლი დაიწვა. ცეცხლი გასულ წელს, 28 აგვისტოს გაჩნდა. 

დატოვეთ კომენტარი