გორის მერია სოფელ მეღვრეკისში მძლეოსნობის დარბაზთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. უწყებამ სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა და 74 155 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.
დარბაზამდე მისასვლელი გზა 100 მეტრია, რომლის რეაბილიტაცია და გარეგანათების მოწყობა გასულ წელს დაანონსდა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული დარბაზი საქართველოს მძლეოსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიშვილმა საკუთარი სახსრებით შექმნა.
დატოვეთ კომენტარი