ხიდისთავში 70 წლამდე კაცი სცემეს. როგორც “მოზაიკას” სოფლიდან აცნობეს, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი ვალის მოთხოვნა გახდა.
“ამ ბიჭებს ამ კაცის ვალი ჰქონდათ. დაბრუნებას სთხოვდა და ამან გამოიწვია დაპირისპირება”, – უთხრეს “მოზაიკას”.
მომხდარის შესახებ ახლობლებმა პოლიციას აცნობეს.
“პოლიციას აცნობეს, თუმცა ისინი მიიმალნენ”, – გვითხრეს სოფელში.
დატოვეთ კომენტარი