ახალი ამბები

ქარელის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი მანქანები მოემსახურებათ

ქარელის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა გულიაშვილს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჯუმბერ შუბითიძეს ახალი ავტომობილები მოემსახურებათ, რომელთა შეძენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა წლის დასაწყისში გამოიყო. 

“ავტომანქანების შეძენა მერისთვის და საკრებულოს თავმჯდომარისთვის მოხდა”, – ქარელის საკრებულოს აპარატში. 

შეგახსენებთ, რომ მერიისთვის და საკრებულოსთვის, ახალი ავტომობილების შესაძენად ხელშეკრულება “კია საქართველოსთან” 2023 წლის 11 იანვარს გაფორმდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი ავტომობილის შესაძენად 136 544 ლარი გადაიხადა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი