ახალი ამბები

პოლიციელის მიერ დაკავებულებზე ძალადობის საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს, ჰქონდა თუ არა პროფესიულ გადაცდომას ადგილი კასპის პოლიციის განყოფილებაში დაკავებულების მიმართ. 

საქმე ეხება მეტეხში მომხდარ ინციდენტს, როდესაც სამ მოქალაქესა და პოლიციელს შორის დაპირისპირება მოხდა. სამივე პირი პოლიციელის ცემისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულების ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელმა ფიზიკურად მამასთან ერთად იძალადა, რომელიც ყოფილი პოლიციელია.  

აღნიშნულის შესახებ გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყებამ უნდა დაადგინოს გადააჭარბა თუ არა სამართალდამცავმა მის პროფესიულ მოვალეობას. 

დატოვეთ კომენტარი